ბონუს პროგრამა Geocell Visa Card-ის მფლობელებისათვის

თვის განმავლობაში Geocell Visa Card–ის მეშვეობით დახარჯულ 100 ლარზე თქვენ მიიღებთ 10 უფასო წუთს, ხოლო 100 ლარზე ზემოთ დახარჯულ ყოველ 50 ლარზე მიიღებთ დამატებით 5 წუთს. გარდა ამისა დასაჩუქრდებით 30 უფასო SMS-ით.

შენიშვნა: ბონუს წუთების დაგროვებაში არ გაითვალისწინება Geocell Visa Card-ით განხორციელებული 10 ლარზე ნაკლები ტრანზაქციები.


ბონუს წუთების მიღების თანმიმდევრობა

Geocell Visa Card-ით სარგებლობისას თქვენ გერიცხებათ ბონუს წუთები იმ თანხის საფუძველზე, რომელიც ჩამოეწერება ბარათს თვის განმავლობაში (საანგარიშო თვედ ითვლება კალენდარული თვე გასული თვის 26 რიცხვიდან მიმდინარე თვის 26 რიცხვის ჩათვლით). დაგროვილი ბონუს წუთები ჩაირიცხება თქვენს ბონუს ანგარიშზე ჯეოსელში ყოველი თვის პირველ რიცხვში სასუბრო წუთების სახით.
ინფორმაციას ბონუს წუთების დარიცხვის შესახებ მიიღებთ ავტომატურად SMS-ის საშუალებით.
ბონუს წუთების რაოდენობის გაკონტროლება ასევე შესაძლებელია SMS-ის გაგზავნით, ტექსტით «2» ნომერზე 7057 (შეტყობინება უფასოა).


ბონუს SMS/წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა

ბონუს წუთები წარმოადგენს დამატებით სასაუბრო დროს Geocell Visa Card-ის მფლობელთათვის იმ 27 წუთისგან დამოუკიდებლად, რომელსაც 877 სისტემის აბონენტი იღებს ყოველი თვის დასაწყისში სააბონენტო გადასახადის ხარჯზე.

ბონუს წუთების გამოყენება შეგიძლიათ ჯეოსელის და ლაი-ლაის ნომრებზე დასარეკად. ხოლო SMS-ები — ჯეოსელის/ლაი ლაის და სხვა ოპერატორის ნომრებზე გასაგზავნად. ზარის განხორციელებისას თავდაპირველად იხარჯება ბონუს წუთები, ხოლო შემდეგ ჯეოსელის სტანდარტული უფასო 27 წუთი. გამოუყენებელი ბონუსები მომდევნო თვეში არ გადადის.

ბონუს წუთები არ დაირიცხება Geocell Visa Card-ით განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებზე:
  • თანხის განაღდება;
  • ბანკის მიერ დაწესებული საკომისიოს გადახდა;
  • Geocell Visa Card-ის ანგარიშიდან საბანკო გადარიცხვის დროს;
  • გაუქმებული ოპერაციები Geocell Visa Card-ზე ან თქვენს ანგარიშზე.

ჯეოსელში გადახდა Geocell Visa Card-ით

Geocell Visa Card–ით თქვენ ყოველთვის კავშირზე იქნებით. სასაუბრო თანხის გადახდა Geocell Visa Card–ით შესაძლებელია:
  • ინტერნეტის საშუალებით, ეწვიეთ ვებ გვერდს www.bankonline.ge და აირჩიეთ გადახდები შემდეგ ჯეოსელი, შემდეგ შეიყვანეთ ინფორმაცია პლასტიკური ბარათის შესახებ და გადასახდელი თანხა.
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით აკრიფეთ ტექსტი და SMS-ის საშუალებით გააგზავნეთ ნომერზე 9292: GEO თანხა (მაგ. GEO 15)
თანხა 1 წუთში აისახება თქვენს მობილურ ტელეფონზე.
Geocell Visa Card — ჯეოსელისა და ბაზისბანკის ერთობლივი VISA Classic-ის ტიპის საკრედიტო ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთდროულად ისარგებლოთ, როგორც კრედიტის საუკეთესო პირობებით (30დღიანი 0%-იანი საშეღავათო პერიოდი და შემდეგ წლიური 10%), ასევე მიიღოთ ბონუსები ჯეოსელისაგან — უფასო სასაუბრო წუთები და SMS-ები «Geocell Visa Card»-ის მეშვეობით დახარჯულ ყოველ 100 ლარზე.
© 2007 ბაზისბანკი. ტელ.: (32) 922 922; ელ. ფოსტა: info@basisbank.ge